წესები და პირობები
რეგისტრაციის გავლით თქვენ ეთანხმებით, რომ შპს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ მზიურმა (მისამართი: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას 41, მე-5 სართული; ტელ: (+995 32) 295 45 75; ელ. ფოსტა info@mziuri.ge ) დაამუშაოს სარეგისტრაციო განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები ბავშვის სასწავლებლად ჩასარიცხად.
მონაცემების დამუშავება ხორციელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად, მომსახურების გაწევის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების, მისი გაადვილების, კომპანიის საქმიანობის სპეციფიკის, კომპანიაზე მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და პირდაპირი მარკეტინგის მიზნებით.
მონაცემთა სუბიექტის მიერ რეგისტრაციისას სავალდებულო ინფორმაციის კომპანიისთვის არ მიწოდების შემთხვევაში იგი ვერ მიიღებს შესაბამის მომსახურებას. კომპანია მონაცემებს ამუშავებს დამოუკიდებლად და მიმდინარე ეტაპზე ამ პროცესში არ იყენებს სხვა უფლებამოსილ (მესამე) პირ(ებ)ის მომსახურებას მონაცემების დამუშავება კომპანიის მიერ ხორციელდება არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან/ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 3 წლისა (ვადის გამოანგარიშებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესი).
მოსწავლის დარეგისტრირების შემდგომ, შესაბამისი სასწავლო წლის მომსახურების არ მიღების შემთხვევაში, მოსწავლესთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები იშლება მიმდინარე სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვისა. პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომპანია შეწყვეტს ამ ტიპის მონაცემების (ტელ. ნომერი და ელ. ფოსტა) დამუშავებას შესაბამისი მოთხოვნიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.
თითოეულ მონაცემთა სუბიექტს აქვს მისი პერსონალური ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის (მათ შორის პირდაპირი მარკეტინგის მიზნით გაცემული თანხმობის) უფლება; გასაჩივრების უფლება, რისთვისაც უნდა მიმართოს კომპანიას, მის საკონტაქტო არხებზე.
კომპანიას ყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, გიორგი შერმადინი, ელ.ფოსტა: giorgishermadini95@gmail.com. ტელ: 511155154.